საქართველოში  ბოლო 24 საათში  კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 665 პირი ემსხვერპლა.

საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 542 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 313 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 269 006-მდე.