,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ დღეს იუბილეს აღნიშნავს.
ლატარიის ახალმა კომპანიამ ოპერირება ბაზარზე ზუსტად სამი წლის წინ, 2018 წლის 17 მარტს დაიწყო. ამ სამი წლის განმავლობაში ლატარიის მოთამაშეებზე მოგების სახით გაცემულია უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 47 199 531 ლარი, ხოლო მოგებულია 8 555 505 ლატარიის ბილეთი.
კომპანიის საიუბილეო თარიღს დაემთხვა ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ლატარია ,,ლოტო 6/42’’-ში 9 მარტს გათამაშებული ჯეკპოტის 1 015 291 ლარის გადაცემის საზეიმო ცერემონია.
ჯეკპოტის მოგებულს მარინა კობახიძეს დღეს მოგებული თანხა ოფიციალურად გადაეცემა. ქალბატონი მარინა პროფესიით ქიმიკოსია, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულ პედაგოგად მუშაობს და სტუდენტებს ქიმიას ასწავლის. მანანა კობახიძე თბილისში მეუღლესთან და 19 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.
მოგებული თანხით ის საბანკო ვალდებულებების გასტუმრებას, მხატვარი შვილისთვის სახელოსნოს და თბილისთან ახლოს აგარაკის შეძენას გეგმავს. ამ სურვილების ასრულება კი შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მან სისტემატურად დაიწყო ლოტოს თამაში, 9 მარტს შეძენილი 8 ბილეთით კი, რომელთა ღირებულება მხოლოდ 16 ლარი გახლდათ, ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მოიგო.
როგორც ,,საქართველოს ეროვნულ ლატარიაში’’ ამბობენ, ჯეკპოტის მოგება არც ისე რთული ყოფილა, რადგან ამ სამი წლის განმავლობაში გათამაშებულია 7 ჯეკპოტი, მათ შორის:
,,ლოტო 6/42’’- ში 4 ჯეკპოტი - 1 184 454 ლარი, 1 015 291 ლარი, 857 007 ლარი და 547 235 ლარი;
,,5/35 - ოქროს ბურთში’’ – 269 936 ლარი, 218 322 ლარი და 129 751 ლარი;
ამ დროისთვის ,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სახის ლატარიის გათამაშებებს:
· ორტირაჟიან ლოტოს ,,ლოტო 6/42’’-სა და ,,5/35-ოქროს ბურთს’’;
· 6 მომენტალუ ლატარიას - ხელფასი, შვიდიანი, ფარაონი, ჯოკერი, სამი შანსი, 7-11-21 მაქსიმალური მოგებით 50 000 და 20 000 ლარი;
· ონლაინ ტირაჟან ლოტო ,,კენოს’’ მაქსიმალური მოგებით 150 000 ლარი;
· 31 ონლაინ ლატარიას www.lotto.ge -ზე;
,,საქართველოს ეროვნულ ლატარიას’’ სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს მრავალი სოციალური პროექტი განათლების, სპორტის, ასევე სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარების მიმართულებით.
მაშინ, როდესაც მომხმარებელი იძენს ლატარიის ბილეთს, ის ავტომატურად ხდება ქველმოქმედების მონაწილე, რადგან ლატარიის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.
მომავალში, ლატარიის კომპანიას დაგეგმილი აქვს ახალი ლატარიის გათამაშებების დანერგვა და ასევე გაყიდვების წერტილების გაფართოება.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!