ტურიზმიდან შემოსავლები 94.6%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის იანვარში ქვეყანამ ტურიზმიდან 10,4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.6%-ით ნაკლებია.

რასაკვირველია, ტურიზმიდან შემოსავლების შემცირება ქვეყანაში ნაკლები ტურისტის შემოსვლამ გამოიწვია. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში ტურისტული ვიზიტების ოდენობა ქვეყანაში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91.9%-ით შემცირდა.

შემცირება გაგრძელდა მიმდინარე წლის თებერვალშიც, კერძოდ, გასულ თვეს ტურისტული დანიშნულებით ვიზიტორების რაოდენობამ 86.1%-ით მოიკლო.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე