ჯერ კიდევ დეკემბერში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში დამტკიცების დროს ვამბობდი, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე სებ-ის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 8.50 პროცენტამდე გაზარდა.
„შესაბამისად, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის. ჩვენი ეკონომიკის მთავარ ენდოგენურ გამოწვევებად რჩება ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, მაღალი სამთავრობო ვალი, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი, ხოლო მთავარი ეგზოგენური გამოწვევა პანდემია და ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები“ - განაცხადა კოვზანაძემ.