დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხევის რეაბილიტაციას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვარკეთილის ხევში სარეკრეაციო სივრცის, პარკის მოწყობა 2021 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილოებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები თავისი ატრაქციონებით, სპორტული და გასართობი მოედნები, ღია ამფითეატრი და ასევე გაკეთდება შადრევანი. მოეწყობა სკეიდპარკი, გადმოსახედი ბაქანი, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო სივრცე შეიქმნება.
ამასთან, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემებითა და განათებებით.