ნინოწმინდაში სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის საკითხზე ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნინოწმინდაში 100.1 მეგაჰერც სიხშირეზე სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გამართა.

კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია ააიპ "რადიო - ტვ ნორი" მონაწილეობს, რომლის საკონკურსო დოკუმენტაციის და სამაუწყებლო კონცეფციის შესახებ კომისიაში დღეს იმსჯელეს.

უშუალოდ საკონკურსო სხდომა 2014 წლის 8 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც ააიპ "რადიო - ტვ ნორის" უფლებამოსილმა წარმომადგენელმა კომისიას ლიცენზიით სარგებლობის საფასურის (1,417.50 ლარი) გადახდის და სალიცენზიო ვალდებულებების შესრულების მზაობა უნდა დაუდასტუროს.