„ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობა, ძარცვა პენსიონერების და 31% და 34%-ად პენსიის წინასწარ მიცემა, უნდა დასრულდეს,“-ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რაშიც უშუალოდ არის ჩართული და რაზეც მათი გუნდი მუშაობს და სწორედ ამ საკითხების მოგვარება/დასრულებას დაჰპირდა ელისაშვილი საზოგადოებას.
„მთელი გუნდი რაზეც ვმუშაობთ და რაშიც ვარ ჩართული, სიტყვას ვაძლევ ყველას, „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობა, ძარცვა პენსიონერების და 31% და 34%-ად პენსიის წინასწარ მიცემა, უნდა დასრულდეს. ამით ვართ დაკავებული და ეს დასრულდება. სიტყვას ვაძლევ ყველა ვეტერანს, შეურაცხმყოფელი, სამარცხვინო 22 ლარი, სამშობლოს თავგანწირვის 22 ლარად შეფასება უნდა დასრულდეს და სერიოზული სოციალური პაკეტი უნდა მოყვეს ამას. ასევე მედიკამენტების საკითხი, ფარმაცევტული კომპანიები და შემომტანები მოსახლეობას რომ ატყავებენ, უნდა დასრულდეს. აი, ამით ვართ დაკავებული და ამაზე ვმუშაობთ,“-განაცხადა ელისაშვილმა.