Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3250 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3250 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3250 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 17 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3252 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9620 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.