ავტომწარმოებელი კომპანია Toyota Motor Corp. მაკომპლექტებელი დეტალების დეფიციტის გამო ჩრდილოეთ ამერიკის ქარხნებში წარმოებას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. ავტოსაწარმოები მუშაობას შეწყვეტენ კენტუკის შტატსა და მექსიკაში, ასევე შტატ ალაბამაში, სადაც ძრავების მწარმოებელი ქარხანა მდებარეობს.
მანამდე ჩრდილოეთ ამერიკაში ავტომობილების წარმოების შეჩერების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთმა იაპონურმა კომპანია Honda-მაც გაავრცელა. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს გარდა, კანადაში მდებარე ქარხნებსაც შეეხო. კომპანიას პრობლემები შეექმნა მიწოდების სეგმენტში, რომელიც გამოიწვია პორტებში გადმოტვირთვის პერიოდის გახანგრძლივებამ, ასევე, მიკროჩიპებზე არსებულმა გლობალურმა დეფიციტმა, პანდემიის შედეგებმა და ამერიკის ცენტრალურ ნაწილში არსებულმა ყინვებმა.
შედეგად Honda-ს აქციების ფასი 1,4%-ით შემცირდა, ხოლო Toyota-ს ფასიანი ქარალდების ფასმა მხოლოდ 0,5%-ით მოიმატა.