Tax Justice Network-მა Top-10 ოფშორული ზონა დაასახელა

ორგანიზაცია Tax Justice Network-მა ოფშორული ზონების რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევისს მიხედვით 10 საუკეთესო ე.წ. საგადასახადო თავშესაფარი დასახელდა. აქედან პირველი 6 ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრია.

რეიტინგიში პირველ-მეორე ადგილს ტრადიციულად ბრიტანეთის ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულები ინაწილებენ. მესამე პოზიციაზეა, ასევე, ბრიტანული ბერმუდის კუნძულები.

Tax Justice Network-ის სიას ნიდერლანდები, შვეიცარია და ლუქსემბურგი აგრძელებენ. მათ მოსდევს ჰონგ-კონგი, ისევ ბრიტანული ჯერსის კუნძულები და სინგაპური.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ოფშორული ზონების ტოპ 10-ეულში პირველად შევიდა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, რომელსაც 2019 წლის რეიტინგში მე-12 ადგილი ეკავა. ათეულში დუბაის მოხვედრას Tax Justice Network იმით განმარტავს, რომ ამ ქვეყანაში ნიდერლანდებში გათავსებული ტრანსნაციონალური ფონდებიდან დაახლოებით 250 მლრდ დოლარის ოდენობის გადარიცხვები განხორციელდა. ამის მიზეზი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ტრანსნაციონალური ფონდების მოქმედებების გააქტიურებაა.

„საგადასახადო თავშესაფრის“ ინდექსი ქვეყნებს იმის მიხედვით ახარისხებს, თუ რამდენად ხელს უწყობს მათი საგადასახადო-ფინანსური სისტემა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, ინტენსიურად გაიტანონ მოგება იმ ქვეყნებიდან, სადაც ბიზნესს აწარმოებენ და ამასთან, იმაზე ნაკლები გადასახადები გადაიხადონ, რაც ბიზნესწარმოების ქვეყნებში უნდა გადაეხადათ.

Tax Justice Network მსოფლიოს ოფშორული ზონების რეიტინგს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ