ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბენზინზე ფასის ზრდა ბაზარზე პირდაპირ არ აისახოს.
როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე არსებული დიდი კონკურენცია თავისთავად გარანტიაა, რომ ბენზინზე ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება.
„ბენზინის ფასები დიდად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლოს რასაც ვუყურებთ, სამწუხაროდ, არის ზრდის ტენდენცია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. საკმაოდ დიდი კონკურენცია არსებობს ამ ბაზარზე, რაც თავისთავად გარანტიაა, რომ ფასები ძალიან სწრაფად ნამდვილად არ გაიზრდება, რაც ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თურნავამ.