სტადიონზე მაყურებლის დაშვება შესაძლებელი ხდება - 28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება

28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. ამის შესახებ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით,“-წერს ღარიბაშვილი.

თამაში 28 მარტს დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

თაია არდოტელი