ვინც მუშაობს, 21:00 საათამდე ვერ ივლის სტუმრად და ვინც არ მუშაობს, ახლაც დადის სტუმრად - საუბარია მასიურობაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ უქმდება „კომენდანტის საათი“, იმნაძე განმარტავს, რომ საქმე მასიურობას ეხება.
„ჩაის ხომ დალევენ ერთამენთთან რომ შეიკრიბებიან?! ნიღაბს ხომ ვერ გაიკეთებენ?!“,- განაცხადა იმნაძემ.