ლარის კურსი ახალ რეკორდს ხსნის

საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის ოფიციალური კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა.

სებ-ის მონაცემებით, ხვალ 1 დოლარი უკვე 1.8984 ლარი ეღირება.

ეროვნული ვალუტის კურსმა ზრდა 21 ნოემბერს 1,7675-დან დაიწყო. ამ პერიოდში სებ-მა უკვე 80 მილიონი დოლარი გამოიტანა გასაყიდად. ბოლო 10 წლის განმავლობაში ლარის ყველაზე მაღალი გაცვლითი კურსი 2004 წლის დასაწყისში იყო, როცა 1 დოლარის ღირებულებამ 2,14 ლარსაც კი მიაღწია, წლის ბოლოს კი 1,82 ლარამდე შემცირდა. ბოლო 4 წელიწადში კი გაცვლითი კურსი ყველაზე მაღალი 2010 წლის ივნისში იყო (1,8875) და 1,80-იან ნიშნულს 2011 წელსაც გასცდა. გასული წლის ბოლოს 1 დოლარი 1,73 ლარამდე გაძვირდა.