ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის სავალდებულოება არ განიხილება

ამ ეტაპზე არავითარი სავალდებულოება ამ ვაქცინებთან დაკავშირებით არ განიხილება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

„ვაქცინაციის სავალდებულოება არ განიხილება. ამ ეტაპზე არავითარი სავალდებულოება ამ ვაქცინებთან დაკავშირებით არ განიხილება. ზოგადად, როდესაც ქვეყანაში ახალი ვაქცინა ინერგება პირველ ეტაპზე არის გარკვეულად დაბალი ტემპი, შემდგომ ეს იმატებს. გეგმის მიხედვით გვინდა, რომ ვაქცინირებული იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60%. ახლა დაბალია ვაქცინაციის ტემპი და მოგიწოდებთ ტელევიზიებს და მასმედიის საშუალებებს, რომ ამ საკითხზე აქტიურად გააკეთოთ ადვოკატირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.