კომპანიები, რომლებმაც პლასტმასზე უარი თქვეს

ევროპის პლასტმასის ევროპული ფედერაციის გათვლებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში, გლობალური პლასტმასის წარმოება 245-დან 348 მილიონ ტონამდე, 3,9% -ით გაიზარდა. ამავდროულად, პლასტმასის ქარხნები ატმოსფეროში წელიწადში 400 მილიონ ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფენ. თუ პლასტმასის გადამუშავება არ ხდება და მიწაში თავსდება, დაშლის პროცესს დაახლოებით 200 წელი სჭირდება. პრობლემის აღმოსაფხვრელად უმსხვილესი კორპორაციები მხარს უჭერენ მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას და ეკო-პასუხისმგებლობას.

გარემოსდაცვითი კომპონენტი ნებისმიერი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. თუ მწარმოებელი უგულებელყოფს გარემოს, საზოგადოებას შეუძლია ბოიკოტი გამოუცხადოს კომპანიას და აკრძალოს მისი პროდუქტები.

Henkel

ჰენკელმა რესურსების ეფექტურობა 2020 წლისთვის 75% -ით გააუმჯობესა. კომპანია დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობს პლასტიკურ ბანკთან. თანამშრომლობის განმავლობაში გაიხსნა პლასტმასის შეგროვების სამი ცენტრი ჰაიტიში. ამ პროგრამის წყალობით შეგროვდა 35 ტონაზე მეტი პლასტმასი.

დღეის მდგომარეობით, ჰენკელი ბოთლებს გადამუშავებული მასალებისგან ამზადებს.

LEGO

LEGO-ს შესახებ “BPN“ -ს არაერთ სხვა მასალებში უსაუბრია. დანიური მწარმოებელი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც პროდუქციას გადამუშავებული პლასტმასისგან აწარმოებს და ამავე დროს არ შეიცავს სახიფათო მინარევებს.

კორპორაციამ ინვესტიცია ჩადო საკუთარ გადამუშავებადი მასალების ცენტრში და 2030 წლისთვის LEGO ეკოლოგიურად სუფთა მასალებზე სრულად გეგმავს გადასვლას.

Procter & Gamble (P&G)

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2050 წლისთვის ოკეანეებში პლასტმასის რაოდენობა თევზის რაოდენობას გადააჭარბებს. მეცნიერთა შეფასებით კი, ყოველწლიურად ოკეანეებში 12,7 მილიონ ტონა პლასტმასი ხვდება.

P&G-მ შეიმუშავა უნიკალური PureCycle გადამუშავების ტექნოლოგია, რომელიც მეორადი პოლიპროპილენის აღდგენის საშუალებას იძლევა.

ეს გახდა პირველი სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც ატლანტიკის სანაპირო ზოლიდან შეგროვებული პლასტმასის ინოვაციური ტექნოლოგიით გადამუშავება დაიწყო.

Coca-Cola

Greenpeace– ის აუდიტის თანახმად Coca-Cola– ს პლასტმასის ნარჩენები ყველაზე ხშირად გვხვდება მსოფლიოში. აუდიტი ჩატარდა Break Free From Plastic- ის მოხალისეებთან ერთად, ექვსი კონტინენტის 42 ქვეყანაში.

კოკა-კოლას მონაცემებით, შეფუთვის 85% გადამუშავებადია. კომპანია 2025 წლისთვის აპირებს მისი შეფუთვის 100% გადაამუშაოს. 2030 წლისთვის კომპანია შეაგროვებს და გადაამუშავებს იმდენ პლასტმასს, რამდენსაც აწარმოებს.

თეონა რამაზაშვილი