ლევან დავითაშვილი - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ბოლო წლების გამოწვევა იყო, რომელიც ქვეყანამ, წარმატებით დაძლია

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ბოლო წლების გამოწვევა იყო, რომელიც ქვეყანამ, ვფიქრობ, წარმატებით დაძლია, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა, რომელსაც “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

დავითაშვილის განცხადებით, საქართველომ, ფიტოსანიტარული კუთხით, შეიძინა ის შესაძლებლობები, რომელიც ადრე არ ჰქონდა.

“დღეს, ფიტოსანიტარული სამსახური, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში და, არა მხოლოდ, ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ დიდმა გამოწვევამ განაპირობა, დიდი ინვესტიციები განგვეხორციელებინა ამ მიმართულებით და, დღეისათვის, ჩვენი მიდგომები წამყვანი ქვეყნების მიერ - ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ევროპის ბევრი ქვეყანა, აღიარებულია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით საუკეთესოდ, ხოლო სპეციალისტები საერთაშორისო სემინარების, თუ როგორ დავძლიეთ ასეთი მასშტაბური გამოწვევა, მონაწილენი არიან”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.