1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3298 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3298 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3298 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3252 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9758 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9620 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.