"მაგისტრალური საგზაო პროექტების დასრულების შემდეგ ვფიქრობთ, გამოთავისუფლებული შესაძლებლობები წყალმომარაგებაზე მივმართოთ და ამ სფერომაც გზების მსგავსი პროგრესი განიცადოს"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი წყალმომარაგებაა. ამის დასტურია ის, რომ მხოლოდ წელს 348 მილიონი ლარია განსაზღვრული ბიუჯეტით სწორედ წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ათი წლის წინ, ამ მიმართულებით მხოლოდ 34 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული.

„ჯამურად 2 მილიარდ 600 მილიონის პროექტები მიმდინარეობს 150 დასახლებულ პუნქტში ამ პერიოდში. მათგან დიდი ნაწილი დასრულებულია, დიდი ნაწილი კი დასრულების პროცესშია. ამ პროექტების რიცხვშია მაგალითად ქუთაისის, ზუგდიდისა და ჭიათურის 24-საათიანი წყალმომარაგება. მიმდინარე სამუშაობის შედეგად 360 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება დააღსანიშნავია, რომ აქედან 220 000 ადამიანს არასდროს ჰქონია ცენტრალური წყალმომარაგება“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის გავლენა, სამწუხაროდ, ამ სფეროზეც აისახა და რომ არა 2020 წლის გამოწვევები, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა გაცილებით სწრაფი ტემპებით განვითარდებოდა.

„მთავარი ასიგნებები წელს და გაისად განსაზღვრულის გზებისთვის, რადგან დასრულების პიკურ ფაზაშია მაგისტრალური პროექტები, თუმცა ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული შესაძლებლობები მივმართოთ სწორედ წყალზე და ამ სფერომ გზების მსგავსი პროგრესი განიცადოს,“ - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.