ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტთა ჯგუფი მსჯელობს, შეჩერდება თუ არა გარკვეული პერიოდით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი

ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის ექსპერტები და დარგის სპეციალისტები ახალციხის კლინიკა "იმედში" მომხდარ ფაქტზე მსჯელობენ, რა დროსაც 27 წლის ექთანს, ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გახდება ცნობილი, შეჩერდება თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება გარკვეული ვადით.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე და სხვა სპეციალისტები.