სააღდგომო პასკების წარმოება-შეფუთვისთვის მზადება უკვე იწყება.
პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია, კონკურენცია კი ძალიან დიდი: თითოეული მწარმოებელი ცდილობს, პროდუქტი ისე შეფუთოს, მაღაზიის თაროებზე ყველაზე მიმზიდველად გამოიყურებოდეს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, შესაფუთი მასალები პასკას სრულად უნარჩუნებდეს გემოვნურ თვისებებს და მომხმარებელს პროდუქტის მაქსიმალურად დიდხანს შენახვის საშუალებას აძლევდეს.
პასკა ყველაზე დიდხანს პლასტიკის პარკის შეფუთვაში ინახება. მნიშვნელოვანია, აღნიშნული შესაფუთი მასალა მაღალი ხარისხის იყოს. მომხმარებელს პროდუქტზე წარმოდგენას თავდაპირველად, მისი ვიზუალი უქმნის. თუ შეფუთვა დახვეწილი დიზაინით, ხოლო მისი მასალა ხარისხით არ გამოირჩევა, ეს მყიდველისთვის პირველი ნიშანია იმისათვის, რომ სხვა პროდუქტი ეძებოს.
აღდგომის დღესასწაულზე სტუმრად მისვლისას ტრადიციად იქცა მუყაოს სასაჩუქრე შეფუთვაში მოთავსებული პასკის მიტანა. აღნიშნული შეფუთვის მქონე პროდუქტზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, მწარმოებლებიც ზრუნავენ, რომ მათი ვიზუალი უფრო დახვეწონ.
რამდენად მაღალი ხარისხის პროდუქტიც არ უნდა ვაწარმოოთ, პლასტიკის პარკში შეფუთვის გარეშე, გემოვნურ თვისებებს მალე დაკარგავს და ვარგისიანობის ვადაც შეუმცირდება. შესაბამისად, მწარმოებელმაც და მომხმარებელმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ მუყაოს შეფუთვაში მოთავსებული პასკა მცირე დროით ინახება, მალე შრება და პირვანდელ გემოს კარგავს.
გარდა ამისა, პლასტიკის პარკის შეფუთვა მუყაოსთან შედარებით უფრო ეკონომიურია. მუყაო ძირითადად, სასაჩუქრედ გამოიყენება და აღდგომის დღესასწაულზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც კომპანია „კოლორ ჯგუფში“ განმარტავენ, მიმზიდველი ვიზუალის დაბეჭდვა საქართველოში უკვე პლასტიკის შეფუთვაზეც მარტივად არის შესაძლებელი, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა.
„მაგალითად, მწარმოებლებისთვის მეტ ხარჯთან არის დაკავშირებული, როცა პასკას ჯერ სტიკერი აქვს დაკრული, რომელზეც ანოტაცია და შტრიხკოდია დატანილი და შემდეგ გამჭვირვალე პლასტიკის პარკში იფუთება. ცხადია, ეს პროცესი დროში გაწელილია და მეტი ადამიანური რესურსის დახარჯვას საჭიროებს. ჩვენი დანადგარები კი საშუალებას იძლევა, ნებისმიერი პრინტი პირდაპირ პლასტიკის შეფუთვაზე დავიტანოთ, რის შედეგადაც, ორი ოპერაციის ნაცვლად ერთი ხორციელდება, ადამიანური რესურსი და ხარჯები იზოგება და თან ვიზუალიც უფრო თანამედროვე გამოდის“, - განმარტეს „კოლორ ჯგუფში“.
რაც შეეხება მუყაოს შეფუთვას, კომპანიაში განმარტავენ, რომ ის მას მხოლოდ სასაჩუქრე დანიშნულება აქვს და შენახვის ვადებთან არაფერი აკავშირებს. მწარმოებლები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ პასკის შეძენის შემდეგ, პროდუქტი ისევ პლასტიკის შეფუთვაში შეინახონ.
„აღდგომის დღესასწაული ახლოვდება და მწარმოებლები ემზადებიან, მომხმარებლებს უფრო თანამედროვე ვიზუალის შეფუთვაში მოთავსებული პროდუქტი შესთავაზონ. ამასთან, შესაფუთი მასალა პასკას კარგად უნდა ინახავდეს. ჩვენ მათთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება, რომელიც თანხის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემთ და რაც მთავარია, შეკვეთის მოცულობაში შეზღუდულები არ არიან. შეთავაზების მიხედვით, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული პლასტიკის შეფუთვა 0.75 ლარი, ხოლო მუყაოს - 1.20 ლარი ჯდება, 10 აპრილამდე ერთიანად შეძენის შემთხვევაში კი 1.59 ლარი.
კომპანიები, რომლებიც ბიუჯეტში შედარებით შეზღუდულები არიან, თუმცა შეფუთვის ვიზუალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, შეთავაზებით განსაკუთრებით მოგებულები დარჩებიან“, - აღნიშნავენ კომპანიაში.
(R)