Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3340 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3225 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 18 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3298 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9758 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.