უძრავი ქონების სერვისების და ინვესტიციების მართვის კომპანიის „კოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში თბილისსა და ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირებულია.
უფრო კონკრეტულად, გასულ თვეს ბინების 2,733 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება. გარდა ამისა, თბილისში 4%-ით შემცირდა ბაზრის ზომაც და ჯამში 123 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ბათუმს, თებერვალში ჯამში ბინების 688 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია. ბაზრის ზომამ კი ჯამში 26 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, აქაც კლება 16%-ია.
ნოდარ სირბილაძე