ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდა შეინიშნება.
მარტის მდგომარეობით მსოფლიოში ერთი ლიტრა საწვავის საშუალო ფასი 0,94 ევროა. რასაკვირველია, ნავთობის ფასის ზრდასა და მეორე მხრივ ლარის გაუფასურების ფონზე საწვავის ფასები საქართველოშიც გაიზარდა.
უახლესი მონაცემებით, საქართველოში საწვავის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე 0.68 ევროა (დაახლოებით 2,72 ლარი). რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს:
რაც შეეხება უფრო დეტალურ სტატისტიკას: რუსეთში რეგულარი ტიპის საწვავის ფასი საშუალოდ 0.51 ევროა, პრემიუმ ხარისხის საწვავის 0,61 ევრო, ხოლო სუპერის საშუალო ფასი 0,55 ევროა ერთ ლიტრზე. დიზელის საწვავის ფასი კი 0,56 ევროა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი ერთ ლიტრზე საშუალოდ 0.49 ევროა, პრემიუმ ტიპის საწვავის 0,69 ევრო. სუპერის 0,62 ევრო, ხოლო, დიზელის ტიპის საწვავის საშუალო ფასი ერთ ლიტრზე 0,39 ევროა.
სომხეთში რეგულარი ტიპის საწვავის საშუალო ფასი 0,61 ევროა, პრემიუმ ხარისხის საწვავის 0,69 ევრო, სუპერის 0.63 ევრო, ხოლო დიზელის ტიპის საწვავის 0,59 ევრო.
თურქეთში რეგულარი ტიპის საწვავის საშუალო ფასი სამწუხაროდ, არცერთ საერთაშორისო პლატფორმაზე არ ფიქსირდება. პრემიუმ ხარისხის საწვავის ფასი 0.86 ევროა, სუპერის დაახლოებით 0,79 ევრო, ხოლო დიზელის 0,72 ევრო.
რაც შეეხება საქართველოს ფასებს. რგულარი ტიპის საწვავის ფასი საქართველოში ერთ ლიტრზე 0.63 ევროა (2,50 ლარი), სუპერი ტიპის (95) საწვავის საშუალო ღირებულება ლიტრზე დაახლოებით 0.68 ევროა (2,7 ლარი დაახლოებით). პრემიუმ ხარისხის (98) საწვავის ფასი დაახლოებით 0.71 ევროა (2.82 ლარი), ხოლო დიზელის ტიპის საწვავი საშუალოდ 0.67 ევრო (2,66 ლარი) ღირს.
ნოდარ სირბილაძე