მომხმარებლებს ვოლტის მომსახურებით სარგებლობა ახლა უკვე 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ.
ვოლტის აპლიკაცია თავის მომხმარებლებს უკვე მარტის დასაწყისიდან საშუალებას აძლევს შეუკვეთონ სასურველი საკვები თუ პროდუქტი კვირის ნებისმიერ დღეს და ნებისმიერ საათზე - მარტივად განახორციელონ შეკვეთა და მიიღონ თავიანთი შეკვეთა ყველაზე სწრაფად ქალაქში.
საკვების გარდა შესაძლებელია როგორც სუპერმარკეტებიდან პროდუქციის შეკვეთა, ასევე აფთიაქებიდან საჭირო მედიკამენტებისა თუ თავის მოვლის საშუალებების ადგილზე მიღებაც.
ღამის საათებში ღია ობიექტების მოძიება მარტივადაა შესაძლებელი ვოლტის აპლიკაციის მეშვეობით, როგორც რესტორნების კარგი არჩევანი დახვდებათ მომხმარებლებს, ასევე საშუალება ექნებათ კვებისა თუ ჰიგიენის ნივთები შეუკვეთონ სუპერმარკეტებიდანაც.
ვოლტის მომხმარებლებს ახლა უკვე ჯიპისის, ფარმადეპოს და ავერსის აფთიაქებიდან შეუძლიათ შეკვეთის განხორციელება, სერვისი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში.
ასე რომ, შეუკვეთეთ ვოლტით და მიიღეთ სასურველი პროდუქცია, არა მხოლოდ რესტორნებიდან, არამედ სუპერმარკეტებიდან და აფთიაქებიდან, ახლა უკვე 24/7-ზე!
Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.
Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.