ვარსკვლავები, რომლებიც მილიონების მიუხედავად, ყოველდღე მუშაობენ

უმეტესობისთვის რუტინული, ყოველდღიური მუშაობა დამღლელი და არასასურველი საქმიანობაა.

ალბათ, ბევრს წარმოუდგენია, რომ ადამიანები, რომლებიც მილიარდებს და მილიონებს ფლობენ, ამ რუტინას თავს არიდებენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რეალობა სხვაა. წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც მუშაობა პენსიაზე გასვლის შემდეგაც გააგრძელეს.

სერ პოლ მაკარტნი

78 წლის ასაკში სერ პოლ მაკარტნი კვლავ აქტიურია. Beatles and Wings-ის ყოფილი ფრონტმენი ბევრ მუსიკას ქმნის და მათ გასტროლებზე მხოლოდ გასართობად ასრულებს. მას ნამდვილად არ სჭირდება ფული.

The Rolling Stones

ანალოგიურად მუშაობს ლეგედარული ჯგუფი The Rolling Stones. 77 წლის მიკ ჯაგერი და მისი კოლეგები - კიტ რიჩარდსი (77), ჩარლი უოტსი (79) და რონი ვუდი (73) აგრძელებენ ალბომების გამოცემას და მოგზაურობენ მსოფლიო ტურებში, რითიც მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ. ისინი ინტერვიუებში ხშირად ამბობენ, რომ არ აპირებენ ამ ყველაფერზე უარის თქმას.

დამ მეგი სმიტი

ბევრი მისი თანამოაზრე ქალბატონის მსგავსად, მეგი სმიტსაც აღარ აქვს პენსიაზე გასვლის დრო. 86 წლის დაუნტონის სააბატოს ვარსკვლავმა აშშ-ში 60 წუთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ მუშაობა მას მარტოობის გრძნობების დაძლევაში ეხმარება. მეგი სმიტს რამდენიმე კინოპროექტი აქვს.

კლინტ ისტვუდი

გასულ მაისს კლინტ ისტვუდს 90 წელი შეუსრულდა, თუმცა შეჩერება არ სურს და მუშაობას აგრძელებს. მსახიობმა და რეჟისორმა გადაიღო ფილმი “The 15:17 to Paris“, რომელიც 2018 წლის თებერვალში გამოვიდა და დაიწყო “The Mule“, რომელიც იმავე წლის ბოლოს გამოვიდა.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი