რამდენს ვუხდით სახელმწიფოს ჩვენი შემოსავლიდან

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 3 982 411 433 ლარი, შემოსავლებმა კი - 1 203 424 255 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში - 343,383,209 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით - 313,578,953 ლარის მობილიზება მოხდა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2021 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 3 493 806 009 ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადით სახით, კი სახელმწიფო ბიუჯეტში 1 066 806 735 ლარი შევიდა.

თაია არდოტელი