რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში

2020 წლის იანვარ-თებერვალში თურქეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა, სადაც საერთო სავაჭრო ბრუნვამ 248.5 მლნ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 5.7%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი 25.3%-ით გაიზარდა.

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 654.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით ნაკლებია. ბრუნვის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის თურქეთის წილი 15%-ია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში.

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ფეროშენადნობები - 8 555 100 დოლარი
  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 8 312 800 დოლარი
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა -
  • 4 616 400 დოლარი
  • შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 4 300 800 დოლარი
  • ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილი და გრანულები - 4 103 900 დოლარი

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით (ცალი) - 10 743 500 დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები (ცალი) - 10 156 900 დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 8 219 600 დოლარი
  • შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 7 040 200 დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5 534 700 დოლარი
ლიკა ამირაშვილი