Facebook-ი, Instagram-ი და Whatsapp-ი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

სოციალური ქსელები - Facebook-ი, Instagram-ი და Whatsapp-ი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში შეფერხებით მუშაობს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გლობალურად, მომხმარებლების დიდ ნაწილს საკუთარ გვერდებზე შესვლა უჭირთ.

კონკრეტულად, მომხმარებლებს პრობლემა აქვთ „მესენჯერით“ შეტყობინებების მიღებასა და გაგზავნისას.

როგორც „ფოქსნიუსი“ წერს, Instagram -ის გათიშვები დაფიქსირდა აშშ-ში, ევროპის მასშტაბით და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

სამივე აპლიკაცია, რომელიც კომპანია Facebook-ის ნაწილია, ერთ ტექნოლოგიას იზიარებენ.