გალფში საწვავის ფასი 3-6 თეთრით შემცირდა

კომპანია "გალფში" საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები კიდევ 3-6 თეთრით შემცირდა.

როგორც "გალფში" აცხადებენ, აგვისტოს თვიდან მოყოლებული ფასის კლების ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა. ბოლო თვეების მანძილზე გალფის ქსელში საწვავი 18-25 თეთრით გაიაფდა.

როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ "გალფის" ქსელში საწვავზე ფასების კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება.

გარდა ამისა, კომპანია "გალფი" დამატებით ფასდაკლებას სთავაზობს Gulf Club-ის წევრებს, რომლებიც G-Force-ის საწვავის შეძენისას დამატებით - 4 თეთრიან ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო სხვა დანარჩენ საწვავზე - 2 თეთრ ფასდაკლებას. აღნიშნული აქციის ფარგლებში თითოეული კლუბის წევრი გაორმაგებულ ქულებს მიიღებს.