საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 691 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 23 169 ტესტი ჩატარდა.