გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა ბრაზილიის ქარხანაში კორონავირუსით გამოწვეული სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, ავტომობილების წარმოება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
"Volkswagen Brasil-ი იუწყება, რომ აჩერებს წარმოებას ბრაზილიაში მოქმედ მის ყველა საწარმოში, რომლებიც განთავსებულია სან-პაულუსა და პარანას შტატებში. წარმოების შეჩერება მოხდება 12 დღით 24 მარტიდან. ვითვალისწინებთ, რა ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში არსებულ ვითარებას, კომპანია იღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო,“ - წერია განცხადებაში.
Volkswagen Brasil-ის ადმინისტრაციული პერსონალი კი მუშაობას განაგრძობს დისტანციურად. წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება მიღებულია მეტალურგიის დარგში დასაქმებულების პროფკავშირებთან შეთანხმებით, რომლებიც ამ დრომდე აგრძელებენ მოლაპარაკებებს კონვეიერების შეჩერების თაობაზე Mercedes-Benz-ის, Scani-სა და Toyota-ს ადგილობრივ საწარმოებში.