აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Visa-ს წინააღმდეგ, ანტიმონოპოლიური მოკვლევა დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას ამერიკული კორპორაცია Visa-ს წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამო.

ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, იუსტიციის სამინისტროს ანტიმონოპოლიური სამსახური აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ - ზღუდავდა თუ არა Visa მომხმარებელთა ტრანზაქციებს სხვა ელექტრონული გადახდების სისტემებზე. გამომძიებლებს აინტერესებთ, კორპორაციის მიერ გატარებული პოლიტიკა ხომ არ გამოიყენება ბოროტად, რათა მან შეინარჩუნოს დომინანტის როლი ბაზარზე. ისინი ასევე ამოწმებენ ბანკებს - ხომ არ იღებენ რაიმე ტიპის დირექტივებს მცირე და საშუალო ზომის საგადასახადო ელექტრონული სისტემების მუშაობის შეზღუდვაზე. კანონის თანახმად, კლიენტს უნდა ჰქონდეს არჩევანი სულ მცირე ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სისტემებს შორის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, კლიენტები უკვე წლებია ამტკიცებენ, რომ ვერ ახერხებენ Visa და Mastercard-დან ფულად ტრანზაქციებს სხვა მცირე საგადასახადო სისტემებში, რის გამოც მათ უწევთ უფრო მსხვილი მოსაკრებლის გადახდა.

კოკა კვირკველია