ავიაკომპანია British Airways-ი განიხილავს შესაძლებლობას, გაყიდოს მისი სათავო ოფისი ლონდონში, ვინაიდან როგორც კომპანიაში აცხადებენ, პანდემიით გამოწვეულმა თანამშრომლების დისტანციურმა მუშაობამ კომპანიას დაანახა, რომ არ საჭიროებს ამხელა საოფისე ფართს. ამის შესახებ Bloomberg-ი კომპანიის დირექტორზე სტიუარტ კენედის წერილზე დაყრდნობით წერს.
ოფისის გაყიდვას შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელიც ძალიან დაზარალდა პანდემიის გამო. შენობა Waterside 1998 წელს ააშენეს და 200 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული. ახლა კი ავიაგადამყვანმა დაიქირავა უძრავი ქონების სფეროზე სპეციალიზირებული კომპანია, რათა შენობის გაყიდვის მიზანშეწონილობა დაადგინოს.
როგორც კენედი აცხადებს, British Airways განიხილავს სამომავლოდაც შეინარჩუნოს დისტანციური მუშაობის გამოცდილება და გეგმავს აღნიშნულზე თანამშრომელთა მოსაზრებაც გამოიკვლიოს.
British Airways არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც დაფიქრდა საოფისე ფართის შემცირებაზე, აქამდე 20%-ით შემცირებაზე უარი თქვა Lloyds-მა, ხოლო 40%-ის ფართის შემცირებაზე HSBC ბანკმა.