რესტორანი, საშაურმე, პურის საცხობი - კვების ობიექტები თბილისში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის ინსპექტირების შედეგები გამოაქვეყნა.

გასული წლის მე-4 კვარტალში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 2 ათასამდე ობიექტის ინსპექტირება მოხდა, რომლის შედეგადაც რიგ შემთხვევებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. როგორიცაა მაგალითად: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; კონდენსატის წარმოქმნა; სამაცივრე დანადგარების თაროების კოროზირება; ინვენტარის სათანადო სტერილიზაცია და დეზინფექციის არარსებობა და ა.შ.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

სეს-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც თბილისში, კრიტიკული შესაბამობები გამოვლინდა:

  • შპს ენ.აი.ჯი (საკონდიტრო წარმოება);
  • შპს "თავთავი" (პურის საცხობი, თონე);
  • შპს პურის სამყარო (პურის საცხობი, თონე);
  • შპს მტკვარი (სწრაფი კვების ობიექტი);
  • შპს "ხარება" (საშაურმე);
  • შპს ხვანჭკარა 2020 (კაფე-ბარი, რესტორანი);
  • ირაკლი კიკნაველიძე (კაფე-ბარი, რესტორანი);რესტორანი "თოხლაური");
  • შპს ბაბა (სწრაფი კვების ობიექტი);
  • ია ფხალაძე (საცხობი);
  • ი.მ. ჯემალ გოგოლიძე (ხორცის რეალიზაცია);
  • შპს ტარო 1 (საცხობი);
  • შპს კასპალა (პურის საცხობი, თონე).

რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირების ჯამურ მონაცემებს, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სახელმწიფო კონტროლის შედეგები

თაია არდოტელი