საქართველოში კორონავირუსის 262  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 923 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 595 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 328 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 262 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 277 480-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.20 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.55 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 269 973-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 700 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 262 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 152 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 15, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 781, საიდანაც: 1 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 149, იმერეთში - 284. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 287 პირი, მათ შორის, თბილისში - 127, აჭარაში - 25, იმერეთში - 77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში- 5, იმერეთში - 11. 76 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 134 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 220 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 86, ხოლო აჭარაში - 21. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 737 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 677 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 327 პირი, აჭარაში - 561, იმერეთში - 935.