Reuters - ევროპა „მეორე ზაფხულის“ დაკარგვის რისკის წინაშეა

ევროპის ავიახაზები და ტურისტული სექტორი მეორე დაკარგული ზაფხული სეზონისთვის ემზადება, - წერია Reuters-ის ლონდონისა და პარიზის ბიუროების მიერ მომზადდებულ ანალიტიკურ სტატიაში. COVID-19-ის საწინაღმდეგო გართულებული ვაქცინაციის, ინფექციის ხელახალი ტალღისა და ახალი შეზღუდვების გამო ტურისტული სეზონის აღდგენის იმედი სულ უფრო მცირდება.

პარასკევს ავიაკომპანიებისა და ტურისტული ფირმების აქციებმა დაიკლო მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ საფრანგეთის დიდი ნაწილი ერთი თვით ჩაიკეტა. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, იტალიის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, მათ შორის, რომსა და მილანშიც ბიზნესის წარმოებისთვის და გადაადგილებისთვის მკაცრი ზომები იქნა შემოღებული. დაავადების მატების გამო ზაფხულის პროგნოზი საბერძნეთშიც გაუარესდა.

ავიაკომპანიები, რომლებსაც მრავალმილიარდიანი ვალი დაუგროვდათ, დამატებით პრობლემებს აწყდებიან, რის გამოც ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, გაკოტრდეს, თუკი ახალ ფინინსურ წყაროს ვერ მიაკვლის. British Airways-ის მფლობელმა ჰოლდინგმა International Airlines Group-მა (IAG) ოთხშაბათს ობლიგაციების გამოშვების სახით 1,2 მლრდ ევრო (1,43 მლრდ დოლარი) მიიზიდა. ჰოლდინგში მიიჩნევენ, რომ ეს მათ აქციების ხანგრძლივი დაცემისგან დაიცავს. არასტაბილურმა ზაფხულს შედარებით იოლად გადაიტანენ დაბალი ფასის მქონე საბიუჯეტო ავიაკომპანიები, როგორებიცაა Ryanair და Wizz Air, რადგან მათ მარშრუტებს შორის თვითმფრინავების სწრაფად გადანაწილება შეუძლიათ. თუმცა ივნისის განმავლობაში Ryanair შიდაბაზრის მგზავრობებზე მკაცრი შეღუდვების შენარჩუნებას გეგმავს. ამის შესახებ ირლანდიის ჯანდაცვის ჩინოვნიკმა რონან გლინმა განაცხადა და მთავარ მიზეზად ვირუსის ახალი შტამის გავრცელება დაასახელა.

ოთხშაბათს Ryanair-ის აქციები 4,2%-ით დაეცა, IAG-ის - 4%-ით, ხოლო easyJet-ის და Wizz Air-ის, ორივესი თანაბრად - 3,5%-ით. მორიგი საზაფხულო დარტყმების შედეგად ანალიტიკოსები ამ კომპანიათა ბალანსის ცვლილებასაც ვარაუდობენ. ფრანგულ-ჰოლანდიური ავიაკომპანიების ჯგუფი Air France-KLM შარშნანდელი 10.4-მილიარდიანი ევვროს ფინანსური დახმარების შედეგად, ვალის შემცირებასა და კაპიტალის მიზიდვას ცდილობს. Air France-KLM-ს გეგმავს, წელს კრიზისამდელი ფრენების 50% განახორციელოს. ასეთვე გეგმა აქვს გერმანულ Lufthansa-ს კრიზისამდელი ფრენების 40-50% აღდგენის მიზნით. თუმცა ანალიტიკოსების ვარაუდთ, Lufthansa-ს გეგმები შესაძლოა, ამბიციური აღმოჩნდეს.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA-ს ხელმძღვანელი ალექსანდრ დე ჟუნიაკის თქმით, არსებული პერიოდიდან წლის ბოლომდე კომპანიების გაკოტების რაოდენობის გაზრდის რისკი არსებობს. ამერიკული ფინანსური ჯგუფის Morgan Stanley-ის ეკონომისტი აცხადებს, რომ ვირუსის ზრდამ და ვაქცინაციის ნელმა ტემპმა ევროპას შესაძლოა, მეორე ზაფხული დააკარგვინოს და სმხრეთის ქვეყნებმა სერიოზული ეკონომიკური დარტყმა მიიღონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ