ბაზარს კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს

ბაზარს კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს. საქართველოს ეროვნულის ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“ (კრედიტონ ჯის) რეგისტრაცია უკვე გააუქმდა.

„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 8 სექტემბრის №795 განკარგულება.

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“ ლიკვიდატორად დაინიშნოს გიორგი ნაროუშვილი.

ეს განკარგულება მისი გამოცემიდან ათი დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდსა (www.nbg.gov.ge) და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (www.matsne.gov.ge). ასევე, ეს განკარგულება გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს.

ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №64), მხარისთვის მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე“ - აღნიშნულია განკარგულებაში.

ცნობისათვის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ლიკვიაციის დაწყებამდე, რეესტრის ბოლო ამონაწერით მისო-ს დირექტორის პოსტი ეკავა ალექსანდრე ლომაძეს, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო კვიპროსში რეგისტრირებული შპს ქრიმ ფაინანს ჰოლდინგ-ი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. დაწყებული 2017 წლიდან, როდესაც სებ-მა სესხებზე ეფექტური საპრიცენტო განაკვეთზე ზედა ჭერი დააწესა, ბაზარზე ონლაინ-სესხების გამცემი ორგანიზაციების და მისო-ების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. თუ 2017 წლის დასაწყისში ბაზარზე 82 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, სებ-ის 2021 წლის იანვრის სტატისტიკით, მათი რიცხვი მხოლოდ 40-ს შეადგენს.