მსოფლიოში უმსხვილესი სანავთობო კომპანია Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ 2020 წელს 49 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 88,2 მილიარდი დოლარი იყო. შედეგად დაფიქსირდა 1,8-ჯერ კლება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი იყო მის ისტორიაში, რაც განაპირობა კორონავირუსის პანდემიამ. მიუხედავად ამისა, Saudi Aramco-მ 2020 წელს აქციონერებს დივიდენდების სახით 75 მილიარდი დოლარი მისცა.
Saudi Aramco-ს თავისუფალი ფულადი ნაკადი საანგარიშო პერიოდში 49,1 მილიარდი იყო, რაც 1,6-ჯერ ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. ამასთან, კაპიტალურმა დანახარჯებმა (CAPEX) ოპტიმიზაციის შემდეგ 27 მილიარდი დოლარი შეადგინა. კომპანია აგრძელებს ხარჯების ოპტიმიზებას მიმდინარე წელსაც. ამიტომ CAPEX 2021 წელს მიაღწევს 35 მილიარდ დოლარს, თავდაპირველი 40-45 მილიარდის ნაცვლად.
2020 წელს კომპანიის წიაღისეულის მოპოვების საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 12,4 მილიონი ბარელი, მათგან 9,2 მილიონი ბარელი მოვიდა ნავთობზე. 2020 წლის აპრილში კი საუდის არაბეთში ნავთობმოპოვებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 12,1 მილიონი ბარელი შეადგინა.