თურქეთი 2021 წელს ტურისტული ნაკადების 60-70%-იან ზრდას ელოდება

თურქეთი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. ქვეყანაში წელს ტურისტული ნაკადების 60-70%-იან ზრდას ელოდებიან. ამის შესახებ თურქეთის ტუროპერატორების გაერთიანების Tursab-ის ხელმძღვანელი ფირუზ ბალგიკაია აცხადებს.

„ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, დაიწყო ვაქცინაციის მიმართულებით კვლევები. მთელს მსოფლიოში ვაქცინაცია რამდენიმე მილიონ ადამიანს უკვე ჩაუტარდა, თურქეთში კი 13 მილიონს. აპრილში ჩვენს ქვეყანას დამატებით 100 მილიონი დოზა ვაქცინა ექნება. ჩვენი ხელისუფლება დადებითად აფასებს ჩვენს თხოვნას, აიცრან ტურისტულ სფეროში დასაქმებულები. შედეგად სეზონის დასაწყისისთვის ჩვენი ინდუსტრია მზად იქნება ყველა ასპექტით სტუმრების მისაღებად“, - განაცხადა ბაგლიკაიამ.

ბალგიკაიამ დარწმუნებით თქვა, რომ 2021 წელს თურქეთში უცხოელი ტურისტების ნაკადი 60-70%-ით გაიზრდება წინა წელთან შედარებით. „წელს 20 მილიონამდე ტურისტს ველოდებით“, - თქვა მან.

Tursab-ში მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდეს ვაქცინაციის პროგრესს ცალკეულ ქვეყნებში. თურქ ტუროპერატორებს ასევე იმედი აქვთ, რომ პირველ უცხოელ ტურისტებს ქვეყანა აპრილის შუა რიცხვებიდან რუსეთიდან და უკრაინიდან მიიღებს.

კოკა კვირკველია