პოლიგრაფიული კომპანია „კოლორ ჯგუფის“ სააღდგომო შეთავაზება ბიზნესს: პასკის შესაფუთი პლასტიკისა და მუყაოს კოლოფის ერთად შეკვეთის შემთხვევაში, ორივეს ფასი ჯამში 1.59 ლარი იქნება.
ასევე, მათ, ვინც პროდუქციას 10 აპრილამდე შეიძენს, საჩუქრად სტიკერები გადაეცემა, რომელზეც მათივე ლოგო დაიბრენდება.
აღსანიშნავია, რომ ბრენდირებული პლასტიკის პარკის ღირებულება ცალკე 0.75 ლარს, ხოლო კოლოფის - 1.20 ლარს შეადგენს.
როგორც „კოლორ ჯგუფში“ განმარტავენ, შეკვეთების მოცულობა შეზღუდული არ არის და შესაძლებელია, მაქსიმალურად მოკლე დროში სასურველი რაოდენობის შესაფუთი მასალები დამზადდეს.
„შესაფუთი მასალები იბეჭდება თანამედროვე, ევროპაში პოპულარული ტექნოლოგიით „ინდიგო 20000“, რომელიც ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს: შეგვიძლია, მისი მეშვეობით ერთი შეკვეთის ფარგლებში დავბეჭდოთ სხვადასხვა ვიზუალის მქონე შეფუთვები; ფერები გამოდის უფრო მკვეთრი და ხარისხიანი, რაც პროდუქტის უკეთ პოზიციონირების საშუალებას იძლევა; მასალები, რომელსაც ამ ტექნოლოგიისთვის ვიყენებთ, პრემიუმ კლასისაა“, - განმარტავენ „კოლორ ჯგუფში“.
თუ აქამდე ბიზნესებს ცალ-ცალკე უწევდათ სტიკერისა და შტრიხკოდის დაბეჭდვა და პლასტიკის პარკის წარმოება, რაც ადამიანურ რესურსს უორმაგებდათ და ვიზუალურადაც ნაკლებად მიმზიდველად გამოიყენებოდა, დღეს აღნიშნული რეალობა შეიცვალა. ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით „კოლორ ჯგუფი“ სტიკერს პირდაპირ პლასტიკის პარკზე ბეჭდავს, რაც პროდუქტს უფრო თანამედროვე ვიზუალს, ხოლო მწარმოებლებს ხარჯების დაზოგვის საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ შესაფუთი მასალების ვიზუალების შესაქმნელად „კოლორ ჯგუფში“ სპეციალური დეპარტამენტი მუშაობს, რომელიც მზად არის ბიზნესებს ინდივიდუალური მომსახურება შესთავაზოს.
(R)