ორშაბათს განახლებული ვაჭრობისას თურქეთის ეროვნული ვალუტა ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. როგორც ბირჟის მონაცემები მოწმობს, მან ღირებულების 9,6% დაკარგა.
ამასთან, პირველადმა შეთანხმებებმა ის საერთოდაც 15%-ით გააუფასურა, თუმცა სიტუაციამ მალევე დაიწყო დასტაბილურება. თბილისის დროით 11:28 საათისთვის დოლარის ფასი 7,8 ლირა ღირდა, ხოლო ევრო 9,3 ლირა. არადა, პარასკევს ვაჭრობის დასრულებისას დოლარის ფასი 7,2 ხოლო ევროსი 8,59 იყო.
ექსპერტების აზრით, ასეთი მკვეთრი ვარდნა განპირობებულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, რომელმაც თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ნაჯი აგბალა. აღნიშნულ განკარგულებას ერდოღანმა შაბათს, მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც აგბალმა მიიღო საპროცენტო განაკვეთის 17%-დან 19%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება. ერდოღანი ამ საკვანძო მაჩვენებლის გაზრდის წინააღმდეგი იყო, ვინაიდან თვლიდა, რომ ეს ავნებდა ეკონომიკას. აგბალის ადგილზე შაჰაპ კავჟიოღლუ დაინიშნა.