65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატარინე ტიკარაძის განცხადებით, 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის, ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლის მიზნით, შესაბამისი პორტალი ხელმისაწვდომი 25 მარტიდან იქნება.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ამ პერიოდში მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი პორტალზე დარეგისტრირებას შეძლებენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში კი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ, 25 მარტის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდშიც ჰქონდათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს შეუძლიათ ბმულზე.