Facebook-მა ე.წ. ჭკვიანი სამაჯურის პროტოტიპი წარადგინა, რომელიც დამატებითი და ვირტუალური რეალობისთვის შეიქმნა.
სამაჯურის ტექნოლოგიას, სახელწოდებით „ელექტრომიოფაგია“, ტვინიდან მომდინარე იმპულსების გამოთვლა შეუძლია. შედეგად სამაჯური იგებს, თუ რისი გაკეთება სურს მომხმარებელს და ვირტუალურ რეალობაში მისი ქმედების პროექცირებას ახდენს.
სამაჯური ჯერჯერობით მხოლოდ მარტივ ბრძანებებს ასრულებს, თუმცა სამომავლოდ ის ვირტუალურ რეალობაში ნივთების მართვასაც შეძლებს, მაგალითად კლავიატურაზე ბეჭდვას, საგნების გადაადგილებას და ა.შ.
Facebook სამაჯურის გამოყენებას დამატებითი რეალობის „ჭკვიან სათვალესთან“ ერთად გეგმავს. 2018 წელს Facebook-მა ვირტუალური რეალობის სათვალე - Oculus Quest წარმოადგინა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ვირტუალურ რეალობაში ნებისმიერი მიმართულებით გაიხედოს და იმოძრაოს ისე, როგორც რეალობაში.