საქართველოს ახალ მილიონერს 9 მარტს ,,ლოტო 6/42’’-ში მოგებული 1 015 291 ლარი საზეიმო ვითარებაში, 17 მარტს, ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ კომპანიის სამი წლის იუბილეზე გადაეცა.
,,რედისონ ბლუ ივერიაში’’ ჯეკპოტის მოგებულის პატივსაცემად საზეიმო მიღება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა დიდი სიხარულით გაიცნეს საქართველოს ახალი მილიონერი, მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მას ჯეკპოტის მოგება პირადად მიულოცეს.
ღონისძიების კულმინაცია კი მოგებულისთვის ჯეკპოტის გადაცემის ცერმონია გახლდათ, მარინა კობახიძეს ,,ლოტო 6/42’’-ის წამყვანებმა დუტა სხირტლაძემ და ეკა ამირეჯიბმა მოგებული თანხა და მოგების სამახსოვრო ვაუჩერი გადასცეს, ფოერვერკის ფონზე გაიჭრა ტორტიც და მარინა კობახიძე ოფიციალურად გახდა საქართველოს ახალი მილიონერი.
,,ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია არ გავგიჟდე, ჯერ ვერც ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, ითამაშეთ ხალხო, მოგება რელურია’’, -ასე მიმართა მარინა კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას.
,,მილიონის გათამაშების დღეს, ჩვეულებრივად შევედით სტუდიაში, რატომღაც ყოველ გათამაშებაზე ველოდი ჯეკპოტის გათამაშებას, მაგრამ სწორედ იმ დღეს რატომღაც ეს მოლოდინი არ მქონია, მაგრამ როდესაც შედეგების სანახავად დუტა მივიდა მონიტორთან და დაიწყო ყვირილი ჯეკპოტი გათამაშდაო, ჯერ ვერ დავიჯერე, შემდეგ კი ისეთი საოცარი ემოცია მქონდა, ისე გამიხარდა, თითქოს მე მოვიგე მილიონი’’ - იხსენებს 9 მარტის ეთერს ,,ლოტო 6/42’’-ის წამყვანი ეკა ამირეჯიბი.
,,შედეგების სანახავად ყოველთვის მონიტორთან მივდივარ ხოლმე’’ - გვიყვება დუტა სხირტლაძე - ,,ყოველ გათამაშებაზე გვაქვს ხოლმე მოგებები, მაგრამ მიჩვეული ვარ, რომ პირველი სამი გრაფა, სადაც პირველიდან მესამე კატეგორიამდე მოგებები აისახება, ცარიელია, იმ დღესაც ამ განწყობით მივედი მონიტორთან და რომ დავინახე ჯეკპოტის გრაფაში მოგების დაფიქსირება, ჯერ ვერ გავიაზრე რა მოხდა, შემდეგ კი ყვირილი დავიწყე - გათამაშდაა ხალხოო, ჯეკპოტი გათამაშდა-თქო, მართლა საოცარი შეგრძნება იყო, ვულოცავ ქალბატონ მარინას ამ დიდ გამართლებას.’’
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ულოცავს მარინა კობახიძეს ,,ლოტო 6/42’’-ის ჯკპოტის 1 015 291 ლარის მოგებას, უსურვებს წარმატებას. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.