მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 124 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.7 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 100 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.