ლუკოილი ფასებს ამცირებს

კომპანიაში საწვავზე ფასები კიდევ 3-6 თეთრით შემცირდა.

როგორც ლუკოილის მენეჯმენტში აცხადებენ, ამ ეტაპზე ევრორეგულარი-1.89 ლარი, ევროსუპერი-2.14, პრემიუმ ავანგარდი -2.06, ევროდიზელი კი 2.06 ლარი ღირს. გარდა ამისა, ლუკოილ ჯორჯია გთავაზობთ 10 თეთრიან ფასდაკლებას ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი პროდუქტების - სუპერის, პრემიუმ ავანგარდის და ევროდიზელის "ტალონებსა" და პლასტიკურ ბარათებზე. საწვავის ბარათების შეძენა შესაძლებელია სათაო ოფისში - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.

აღნიშნულ პროდუქტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობა ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასის კლებამ განაპირობა.