თბილისის რომელ უბანში გაიყიდა ყველაზე მეტი სახლი 2021 წელს - Cushman&Wakefield Georgia-ს კვლევა

2021 წლის თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5%-ით გადააჭარბა - ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშში.

2021 წლის იანვარსა და თებერვალში თბილისში გაყიდული სახლების/ბინების პროცენტული გადანაწილება უბნების მიხედვით კი ასეთია:

  • გლდანი - 13.3%
  • სამგორი - 11.8%
  • ისანი - 11.7%
  • დიდუბე - 9.4%
  • დიღომი - 8.1%
  • ნაძალადევი - 8.0%
  • საბურთალო - 4.8%
  • ვაკე - 4.8%
  • კრწანისი - 3.7%
  • მთაწმინდა - 2.7%
  • ჩუღურეთი -1.6%
  • წყნეთი - 0.2%

„აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის პირველი ორი თვის ტრანზაქციები მეტნაკლებად მიჰყვება ზოგადად არსებულ ტრენდს. მიუხედავად იანვარში ტრანზაქციების 14%-იანი კლებისა, 2021 წლის თებერვლის გაყიდვებმა 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 5%-ით გადააჭარბა“, - აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშის მიხედვით, თბილისში 2021 წელს გაყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონების რაოდენობა სულ უფრო უახლოვდება 2019 წლის ნიშნულს.

თამარ მუკბანიანი