Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3223 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3337 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3299 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9636 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.