საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ხვალიდან შემოვა.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
,,ჩვენთვის სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ "ფაიზერის" ვაქცინა ხვალ უნდა შემოვიდეს საქართველოში. პირველი ლოკაცია იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრი, სადაც მოხდება მისი ტრანსპორტირება. შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც "ფაიზერით" პირების ვაქცინირება მოხდება. ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც სამედიცინო პერსონალისათვის, ასევე ყველა იმ ჯგუფისათვის, რომელიც გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია "ასტრაზენეკას" ვაქცინით 15 მარტს დაიწყო.